მედია: ისრაელის თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ სამი წევრი დაიღუპა
ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ სამი წევრი ლიბანზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ჰეზბოლა“ აქვეყნებს სამ სხვადასხვა განცხადებას, რომლებიც მათი წევრების სიკვდილს ადასტურებს.
„ყველა მათგანი სამხრეთ ლიბანში, ორშაბათს, ნაშუადღევს, სიონისტური აგრესიის შედეგად მოწამეობრივად დაიღუპა“, – ნათქვამია „ჰეზბოლას“ განცხადებაში.