„ომი ჩვენთვის ცუდად დაიწყო, მათთვის კი ცუდად დასრულდება“ – ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური
ისრაელის თავდაცვის შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ ღაზას სექტორის საზღვართან ისრაელ სამხედროებს მიმართა და განუცხადა, რომ ისინი შეტევაზე გადავიდნენ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ომი მათთვის ცუდად დაიწყო, საბოლოოდ ტერორისტებისთვის ცუდი შედეგით დასრულდება.
„უხეში დაწყების შემდეგ, ჩვენ ვაყალიბებთ ჩართულობის ხაზს. ჩვენ დავარტყით უამრავ ტერორისტს – ვინც მიუახლოვდება, ისინი მოკლავენ. ჩვენ დავასრულებთ ტერიტორიის გაწმენდას, რათა აქ ტერორისტები არ გვყავდეს და ამავდროულად, უკვე შეტევაზე გადავედით. კიდევ ბევრი დავალება გვაქვს. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები. ცუდად დაიწყო და მეორე მხარისთვის ძალიან ცუდად დასრულდება“, – დასძინა ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.
თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.