წაქცეული ხეები და დაზიანებული ელექტროსადენები – ძლიერ ქართან დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია დედაქალაქში ძლიერ ქართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, ძლიერმა ქარმა ძირითადად საბურთალოს და ვაკის რაიონები დააზარალა.

„ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. ხეების წაქცევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა სხვადასხვა ლოკაციაზე, რამაც ელექტროსადენები დააზიანა. ადგილი ჰქონდა კედლის ჩამოშლის ფაქტს მარიჯანის ქუჩაზე. ძლიერმა ქარმა ძირითადად საბურთალოს და ვაკის რაიონები დააზარალა.

თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები, გამგეობების წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა პრობლემურ ადგილზე, მიმდინარეობს ხეებისგან გზების გაწმენდა.

საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი: 2722222“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო: „ჩემი ქალაქი მკლავს“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები