ევროკომისიამ პალესტინის ფინანსური დახმარება შეწყვიტა

ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმის შედეგად, ევროკომისიამ პალესტინის ტერიტორიების განვითარების პროექტების დაფინანსების შეჩერება გადაწყვიტა.
ამის შესახებ ევროკომისარმა სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. მისი თქმით, „ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ტერორისა და სისასტიკის მასშტაბები, გარდატეხის მომენტი გახდა“, რის შემდეგაც არ შეიძლება “ძველებურად” საქმეების წარმართვა.
„როგორც პალესტინელების უმსხვილესი დონორი, ევროკომისია გადახედავს განვითარების პროექტების მთელ პორტფელს, რომელიც შეადგენს 691 მილიონ ევროს“, – თქვა ვარჰეიმ.
გარდა ამისა, ევროკომისია „დაუყოვნებლივ აჩერებს“ გადახდებს პალესტინის არსებული პროექტებისთვის, გადახედავს ყველა პროექტს, ხოლო პალესტინელების ფინანსური დახმარება “შემდგომ შეტყობინებამდე” შეჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები