“რუსეთი და “ჰამასი” ერთნაირი ბოროტებაა, ტერორს შანსი არ უნდა მივცეთ” – ზელენსკი ნატოს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კოპენჰაგენში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას გაერთიანებისა და ტერორიზმთან ბრძოლის მოწოდებით გამოვიდა.

მან ისრაელში “ჰამასის” ტაქტიკა იმ ტაქტიკას შეადარა, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.

ამის შესახებ Eurointegration წერს.

“იგივე ბოროტება და ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც თავს დაესხა ისრაელს და აქ არის – ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც თავს დაესხა უკრაინას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ ირანი უკრაინაში შეჭრასთან და ისრაელზე თავდასხმასთან დააკავშირა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი „ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ხდება უკრაინაში“, თუ რუსეთი მისგან “შაჰედებს” ყიდულობს, ის ასევე, ვერ იტყვის, რომ „არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ისრაელში ხდება“, თუ მისი ოფიციალური პირები “ჰამასის” მხარდაჭერაზე საუბრობენ.

“რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს ბოროტება? იმაზე შორს არა, ვიდრე ამის უფლებას მივცემთ. ჩვენმა ერთიანობამ უნდა, და შეიძლება, შეაჩეროს ბოროტება. მშვიდობის ჩვენმა სურვილმა და არა სისხლის სურვილმა, უნდა განსაზღვროს, თუ როგორ იცხოვრებს სამყარო. ჩვენი წესები, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო კანონმდებლობაზე და არა მათი მცდელობები, რომ სიკვდილი წესად აქციონ“, – დასძინა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები