კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ მებრძოლთა ნაწილი, რომლებმაც ბელარუსი დატოვეს, „ჰამასის“ წევრებს ისრაელზე თავდასხმისთვის ამზადებდა.
ამის შესახებ უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი წერს.
აღნიშნულია, რომ მომზადების ძირითადი სფერო იყო თავდასხმის სწავლება და მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება.
სააგენტო წერს, რომ “ჰამასის” მოკავშირეებიდან მხოლოდ რუსებს აქვთ დრონების გამოყენების გამოცდილება.
სწორედ ამ ცოდნას გადასცემდნენ “ვაგნერელები” “ჰამასის” წევრებს აფრიკის ქვეყნებში სწავლების დროს.