Reuters: კატარი “ჰამასთან” მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს
კატარიდან შუამავლებმა “ჰამასის” წარმომადგენლებთან საგანგებო მოლაპარაკებები გამართეს, რომელთა მიზანი იყო ტყვეობიდან ისრაელელი ქალების და ბავშვების გათავისუფლებაა.
ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნულია, რომ დაჯგუფებას სანაცვლოდ სთავაზობენ ისრაელის ციხეებიდან 36 პალესტინელი ქალისა და ბავშვის გათავისუფლება.
როგორც სააგენტოს განუცხადეს, კატარი “ჰამასის ” წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას დოჰასა და ღაზაში, აშშ-სთან კოორდინაციაში 7 ოქტომბრიდან აწარმოებს.
ამ დროისთვის გარღვევა არ არის, თუმცა, ისინი “პოზიტიურად ვითარდება”.