ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელში შექმნილ ვითარებაზე საგანგებო შეხვედრას გამართავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 10 ოქტომბერს ისრაელში შექმნილ ვითარებაზე საგანგებო შეხვედრას გამართავენ.
ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ჟოსეფ ბორელმა განაცხადა.
„ხვალ ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას, რათა განიხილონ ისრაელსა და რეგიონში შექმნილი ვითარება“, – დაწერა ბორელმა Twitter-ში (X).
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ ბრიფინგზე თქვა, რომ მინისტრები “განიხილავენ ევროკავშირის პასუხს და შემდგომ ნაბიჯებს“.
ევროკომისიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევროკავშირი “ჰამასს”არანაირ პირდაპირ მხარდაჭერას არ უწევს.