ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა.
”გავეცი ბრძანება, რომ ღაზა მთლიანად ბლოკადაში მოექცეოდა. ღაზაში არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, საწვავი. ჩვენ ვებრძვით ბარბაროსებს და შესაბამისად ვუპასუხებთ“, – თქვა მან.
IDF სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ არმიის უპირველესი ამოცანაა „ღაზას საზღვრის ღობეზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრა“.
ისრაელი ღაზას საჰაერო სივრცესა და სანაპირო ზოლს აკონტროლებს, ასევე, სექტორში საქონლის შეტანას და გამოტანას.
ანალოგიურად, აკონტროლებს ეგვიპტეც ღაზასთან საზღვართან ტვირთის შესვლას და გამოსვლას.
ღაზას სექტორში დაახლოებით 2,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.