ამერიკულმა თვითმფრინავებმა ხარკოვში ორი ზალპური დანადგარი ჩაიტანეს

ხარკოვის აეროპორტში ორი ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომლებმაც უკრაინული ჯარისთვის ზალპური რეაქტიული სისტემის ორი დანადგარი: რუმინული წარმოების „ლარომი“ (Larom) და ესპანური „თერუელ 3“ (Teruel 3) ჩაიტანეს, – წერს „იტარ-ტასი“. თვითმფრინავებიდან ასევე დიდი რაოდენობის საბრძოლო მასალა ჩამოტვირთეს.
სააგენტო „იტარ-ტასის“ ინფორმაციით, ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემებმა სტარობელსკის მიმართულებით დაიწყეს მოძრაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები