IDF: ისრაელმა ღაზას სექტორთან ყველა ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა – სექტორიდან 4 400 რაკეტაა გაშვებული

ისრაელის თავდაცვის ძალების მთავარმა სპიკერმა, კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის ჯარებმა ღაზას სექტორის საზღვრის გასწვრივ მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი აღადგინეს.

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჯარებსა და პალესტინელ ტერორისტებს შორის შეტაკებები “ერთეული” ხასიათის იყო.

ჰაგარი ამბობს, რომ ამ დროისთვის არცერთ ქალაქში საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს, თუმცა, “სრულიად შესაძლებელია, რომ ამ მხარეში ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ ტერორისტები”.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ღაზას საზღვარი დაცული იქნება ტანკებით, საბრძოლო ვერტმფრენებით და დრონებით, თუმცა, ამ ეტაპზე, სდეროტიდან ხალხის გაყვანა არ იგეგმება.

ჰაგარის თქმით, 7 ოქტომბერს ისრაელში შეჭრიდან ღაზას სექტორიდან, დაახლოებით, 4400 რაკეტა იყო გაშვებული.

მისივე ინფორმაციით, 48 საათში 300 ათასი რეზერვისიტია მობილიზებული, “რაც ასეთ მოკლე დროში არასდროს მომხდარა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები