ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი თითქმის 500-მდე გაიზარდა

ღაზას სექტროში დაღუპული პალესტინელების რაოდენობა 493-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ Al Jazeera პალესტინის ჯანდაცვის უწყებაში წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნულია, რომ 2 750-ზე მეტი პირი დაშავებულია.

მანამდე, ღაზას სექტორში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში ისაუბრეს.

როგორც პრესკონფერენციაზე ვიცეპოლკოვნიკმა, რიჩარდ ჰეხტმა თქვა, „ჩვენ არ ვართ ფოკუსირებული ქალებსა და ბავშვებზე თავდასხმაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ თანმხლები ზიანი. მაგრამ ომში ვართ “ჰამასთან” და სამწუხაროდ შეიძლება, იყვნენ ადამიანები, რომლებიც საბოლოოდ დაიღუპებიან. სამწუხაროდ, “ჰამასმა” ცინიკურად გაამაგრა საკუთარი ობიექტები მშვიდობიან მოსახლეობას შორის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები