“ჰამასმა” ტაილანდის 11 მოქალაქე გაიტაცა, 12 მოკლულია

ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 7 ოქტომბერს ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმის შედეგად ქვეყნის 12 მოქალაქეა დაღუპული, დაჯგუფებამ კიდევ 11 პირი გაიტაცა, 8 პირი დაჭრილია.

ისრაელში ტაილანდის დაახლოებით 30 ათასი  მოქალაქე ცხოვრობს, დაახლოებით 5 ათასი კი – ღაზას სექტორში.

ასევე, უკანასკნელ მოვლენებს აშშ-ის რამდენიმე მოქალაქე ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭო ადასტურებს, თუმცა, დაღუპული მოქალაქეების რაოდენობას არ აზუსტებს.

“ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს და კონტაქტზე ვართ ჩვენს ისრაელელ პარტნიორებთან“, – ნათქვამია NSS-ის წარმომადგენლის კომენტარში.

საკუთარი მოქალაქის გატაცების შესახებ ჩინეთშიც განაცხადეს.

ისრაელში ჩინეთის საელჩოს ინფორმაციით, Supernova-ს მუსიკალური ფესტივალიდან გატაცებულ ადამიანებს შორის ჩინეთის მოქალაქეა.

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ ისრაელიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია პოლონეთმა დაიწყო.

გამთენიისას ვარშავის აეროპორტში უკვე პირველი რეისი დაეშვა, რომლის ბორტზეც 120 პოლონელი იმყოფებოდა. დღეს ასევე კიდევ ორი საევაკუაციო ფრენაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები