Reuters: ირანი უარყოფს ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმაში მონაწილეობას

გაეროში ირანის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმასთან არავითარი კავშირი არ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ პალესტინას მტკიცედ უჭერენ მხარს.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პალესტინას, მაგრამ არ გვაქვს კავშირი პალესტინის პასუხთან, რადგან ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ თავად პალესტინა იღებს“, – განაცხადეს მისიაში.

Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ “ჰამასის” თავდასხმაში ირანი აგვისტოდან იყო ჩართული.

გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ შეხვედრები პერიოდულად ბეირუთში იმართებოდა, და ირანმა თავდასხმას “მწვანე შუქი” “ჰამასს” 2 ოქტომბერს აუნთო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები