WP: ისრაელმა აშშ-ს “რკინის გუმბათის” რაკეტების მომარაგებაში დახმარება სთხოვა

ისრაელმა ვაშინგტონს სარაკეტო თავდაცვის სისტემისთვის “რკინის გუმბათისთვის” მარაგის შევსებაში დახმარებისთვის მიმართა, ასევე, სთხოვა მცირე დიამეტრის ბომბები და ტყვიამფრქვევის საბრძოლო მასალები.

ამის შესახებ The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს,  ასეთი მოთხოვნა არ მიანიშნებს იმაზე, რომ ისრაელს მარაგი ეწურება, უბრალოდ, ამ გზით მთავრობა ცდილობს შეიარაღებული ძალების დაზღვევას იმ შემთხვევისთვის, თუ ბრძოლა დიდხანს გაგრძელდება.

The Washington Post-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ისრაელმა შეერთებულ შტატებს სადაზვერვო სამსახურების მჭიდრო თანამშრომლობა სთხოვა.

ისრაელის დაზვერვა ახლა ყურადღებით აკვირდება “ჰეზბოლას” მებრძოლების აქტივობას სამხრეთ ლიბანში და იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები დაეხმარება უფრო დეტალური ინფორმაციის მოპოვებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები