WSJ: “ჰამასს” ისრაელზე თავდასხმაში ირანი ეხმარებოდა

ისრაელზე თავდასხმაში “ჰამასს” ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ოფიცრები ჯერ კიდევ აგვისტოდან ეხმარებოდნენ და თავდასხმაზე “მწვანე შუქი”, სავარაუდოდ, უკვე 2 ოქტომბერს ბეირუთში მიიღეს.

ამის შესახებ Wall Street Journal-ი “ჰამასის” და ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფება “ჰეზბოლას” მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

“ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ოფიცრები, “ჰამასთან” ერთად, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო შეტევების განხორციელებისთვის აგვისტოდან მუშაობდნენ”, – წერს გაზეთი.

ახლო აღმოსავლეთში გამოცემის არაერთი წყაროს ინფორმაციით, IRGC-ის უფრო გლობალური გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ ისრაელს საფრთხე ყველა მხრიდან შეექმნას.

“ჰამასის” თავდასხმის დეტალები ბეირუთში რამდენიმე შეხვედრის დროს განიხილებოდა და 2 ოქტომბრის შეხვედრაზე ირანმა ესკალაციას “მწვანე შუქი აუნთო”.

გამოცემა ასევე იტყობინება, რომ იგივე ინფორმაცია მიიღო ევროპელი ჩინოვნიკისგან და სირიის მთავრობის მრჩევლისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები