“ჰამასთან” კონფლიქტის შედეგად ისრაელის 700-ზე მეტი მოქალაქეა დაღუპული, 436 კი – პალესტინის

ისრაელის სამხრეთით, 22 დასახლებულ პუნქტში 7 ოქტომბერს “ჰამასის” შეჭრის შედეგად ისრაელის დაღუპული მოქალაქეების რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა, დაშავებულია 2 382 მშვიდობიანი მოქალაქე.

​ამის შესახებ The Times of Israel წერს.

აღნიშნულია, რომ დაშავებულთაგან 22-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 345-ის კი – მძიმე.

რაც შეეხება ღაზას სექტორს, სადაც ისრაელი საპასუხო იერიშებს ახორციელებს, დაღუპული პალესტინელების რიცხვმა 436-ს მიაღწია, მათ შორის 91 ბავშვი და 61 ქალია.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება.

აღნიშნულია, რომ დაშავებულია 2300 მოქალაქე, მათ შორის, 244 ბავშვი და 151 ქალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები