ერდოღანი: პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ რეალიზება 1967 წლის საზღვრების საფუძველზე უნდა მოხდეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მხოლოდ პალესტინის დამოუკიდებლობით არის შესაძლებელი მშვიდობის უზრუნველყოფა ახლო აღმოსავლეთში.

„ახლო აღმოსავლეთში სტაბილური მშვიდობის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ პალესტინის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტით. არ არის საჭირო ხანძრის გაჩაღება, სამართლიან სამყაროს დამარცხებული არ ჰყავს“, – განაცხადა თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა.

მისი თქმით, პალესტინის საკითხი საერთაშორისო სამართლისა და ისრაელისა და პალესტინის თანაარსებობის აღიარების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

„პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ რეალიზება 1967 წლის საზღვრების საფუძველზე უნდა მოხდეს, გეოგრაფიული მთლიანობით და დედაქალაქით – იერუსალიმი, ეს შეუქცევადი აუცილებლობაა. პალესტინის საკითხი უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – განაცხადა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები