„გზაზე სატვირთო მანქანას გადავეყარეთ, სადაც ბევრი შეიარაღებული ტერორისტი იმყოფებოდა“ – რას ჰყვება წყვილი, რომელიც „ჰამასის“ თავდასხმას გადაურჩა
ისრაელის მე-12 სატელევიზიო არხის მონაცემებით, ბეერ-შევეს სამედიცინო ცენტრ „სოროკა-ში” დაახლოებით 700 დაჭრილი იმყოფება. ბევრი მათგანი საშინელი ტანჯვის შესახებ ჰყვება, რისი გამოვლაც მათ „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ მოუწიათ.
თავის გამოცდილებას ისინი აღწერენ როგორც „კატასტროფას“. ერთ-ერთი დაჭრილი წყვილი იხსენებს როგორ მიდიოდნენ ნათესავების მოსანახულებლად ერთ-ერთ დასახლებაში ღაზას სექტორთან ახლოს, როდესაც სატვირთოს გადაეყარნენ, სადაც ბევრი შეიარაღებული ტერორისტი იმყოფებოდა.
„ჩვენ მივდიოდით, მოგვიანებით კი დავინახეთ როგორ გაჩერდნენ გზაზე მანქანები და ადამიანები დაშავდნენ. კიდევ ორი სატვირთო დავინახეთ საიდანაც ცეცხლი გაგვიხსნეს“, – ჰყვებიან ახალგაზრდები.