ხვალ, ეროვნული კონფერენცია “გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“ გაიმართება
“ხვალ, 9 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სასტუმროში „ბილტმორ თბილისი”, ეროვნული კონფერენცია ,,გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“ გაიმართება”,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება “ათეას” ორგანიზებით მოეწყობა და მასში მონაწილეობას მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.
კონფერენციას „ათეას“ ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე გახსნის.