„ჰამასი“ ყველა ანტიისრაელურ ძალებს მოუწოდებს დღესვე შეუტიონ ისრაელს

პალესტინის ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ მოუწოდებს ყველა ანტიისრაელურ ძალებს, დღესვე შეუტიონ ისრაელს.

„ის დაიწყება დღეს, კვირას 18:00 საათზე. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენი მოძრაობის ყველა წევრს და ჩვენს ხალხს იორდანის დასავლეთ სანაპიროზე (ტერიტორია ისრაელსა და იორდანიას შორის) ფართოდ მიიღონ მონაწილეობა მასობრივ ღონისძიებებში და ეწვიონ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაახლოებულ ადგილებს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა რევოლუციონერ მებრძოლს განაგრძონ შეტევები“, – ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები