ღაზას სექტორის საზღვრის მიმდებარე ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის საზღვრის მიმდებარე ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ Timesofisrael-ი იტყობინება.
„ჩვენი მისია უახლოესი 24 საათის განმავლობაში არის ღაზის გარშემო მცხოვრები ყველა ადამიანის ევაკუაცია. შემდგომი ევაკუაცია განხორციელდება სიტუაციის მიხედვით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ისრაელის სამხედრო სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.
მისი თქმით, ევაკუაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმის შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ ტერორისტები იმ ტერიტორიაზე არ იმყოფებიან.