თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მუსიკალური ფესტივალი გაიხსნება

17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, სრულიად გამორჩეული და ძალიან საინტერესო პროგრამით,  თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მუსიკალური ფესტივალი გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი 17-20 ოქტომბერს ჩატარდება.
პროგრამა:
17 ოქტომბერი – კამერული მუსიკის კონცერტი, მონაწილეობენ: თამარ ლიჩელი, ლიზი რამიშვილი, ლევან ცხადაძე. თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი.
19 ოქტომბერი – ლუიჯი კაროჩას კონცერტი (ფორტეპიანო, იტალია). თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზი.
20 ოქტომბერი – ფინგინ კოლინსის კონცერტი (ფორტეპიანო, ირლანდია). თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი.
22 ოქტომბერი – გიგი პიანომენის კონცერტი და მისი პიესის – „მიძღვნა” – ნოტის პრეზენტაცია (მუს.და ტექნიკური რედაქტორი ა.გიორგობიანი).
სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი”.
24 ოქტომბერი – თ.ამირეჯიბის სახ. პიანისტთა IX საერთაშორისო კონკურსის საზეიმო დახურვა და გამარჯვებულთა გალა-კონცერტი. სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები