რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიას ჯერ არ ტოვებენ
რუსი ჯარისკაცების როტაცია მიმდინარეობს, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედროები უკრაინის ტერიტორიას ტოვებენ, არ არსებობს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა. „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ყირიმის ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქვედანაყოფების როტაცია მიმდინარეობს, თუმცა ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის ტერიტორიას რუსეთის ფედერაციის რომელიმე ქვედანაყოფი ან „ბოევიკების“ ბანდფორმირებები ტოვებენ “, – განაცხადა ლისენკომ.