პალესტინის პრეზიდენტი მაკრონს ისრაელის ესკალაციის შეჩერებისკენ მოუწოდებს

პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას მოუწოდა პარიზს ჩაერიოს და შეაჩეროს „ისრაელის აგრესია პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ“. ამის შესახებ სააგენტო WAFA იტყობინება.

ჰამასმა განაცხადა, რომ პალესტინასა და ისრაელს შორის კონფლიქტის გამწვავების მიზეზი გახდა: „პოლიტიკური ჩიხი, პალესტინელი ხალხისთვის უარის თქმა თვითგამორკვევის კანონიერ უფლებაზე და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაზე დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში, ისრაელის ხანგრძლივი აგრესიით პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ, მათ მიწაზე და წმინდა ადგილებზე“.

პალესტინის პრეზიდენტის თქმით რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობის და უსაფრთხოების დამყარება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ რაც: „ისრაელი შეწყვეტს პალესტინის მიწების ოკუპაციას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები