გაერო: ღაზას სექტორში 20 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი
ღაზას სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი სულ მცირე 20 ათასია – ამის შესახებ გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი იტყობინება.
„7 ოქტომბერს ადგილობრივი დროით 18:00 საათისთვის სულ მცირე 20 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი ითხოვდა თავშესაფარს 44 UNRWA (გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტო პალესტინელი ლტოლვილებისთვის ახლო აღმოსავლეთში) სკოლაში, რომელთაგან 28 არის სპეციალური თავშესაფარი საგანგებო მდგომარეობისთვის“, – ნათქვამია გაეროს განცხადებაში.