ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: შეშფოთებული ვართ ისრაელსა და პალესტინას შორის ძალადობის ესკალაციის გამო, მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე
“ჩინეთი ღრმად შეშფოთებულია ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობისა და ძალადობის ესკალაციის გამო”, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებით, მხარეებმა საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ.
„მოვუწოდებთ შესაბამის მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ჩინეთი საერთაშორისო თანამეგობრობას უფრო სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდებს.