„ჰამასის“ ლიდერის მოადგილე: ჩვენ ტოტალური ბრძოლა დავიწყეთ

ჰამასი ცდილობს გაათავისუფლოს ისრაელში მყოფი ყველა პალესტინელი პატიმარი – განაცხადა მოძრაობის ხელმძღვანელის მოადგილემ სალიჰ ალ-არურმა.

„ჩვენ ბევრი ებრაელი ჯარისკაცის მოკვლა და ტყვედ აყვანა მოვახერხეთ. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება“ , – განაცხადა მან და დაამატა, რომ დაჯგუფებამ საკმარისი რაოდენობის ჯარისკაცი აიყვანა მძევლად, იმისთვის, რომ აიძულოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა პალესტინელი პატიმარი ციხეებიდან.

ალ-არურიმ ასევე დაამატა: „ჩვენი პატიმრები ისრაელის ციხეში გველოდებიან, მათი თავისუფლება სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. ის რაც ჩვენ ახლა ხელთ გვაქვს, ყველა ჩვენს პატიმარს გაათავისუფლებს. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სამხედრო მოქმედებები, უფრო დიდი იქნება მძევალთა რიცხვიც“.

მან განმარტა, რომ მძევალთა შორის იყვნენ უფროსი ოფიცრები, მაგრამ კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია. პატიმართა უფლებების დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციის Addameer-ის ბოლო მონაცემებით, ისრაელის ციხეებში დაახლოებით 5200 პალესტინელია, მათ შორის 33 ქალი, 170 არასრულწლოვანი და 1200-ზე მეტი ადმინისტრაციული პატიმარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები