კიევში 20 ტონა უცნობი ქიმიური ნივთიერების შეტანა სცადეს
კიევის შემოსასვლელში დაკავებულია ავტომობილი, რომელშიც 20 ტონა უცნობი ქიმიური ნივთიერება იყო აღმოჩენილი. ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუქის საშუალებით ბატალიონი „კიევი-1“ ავრცელებს.
„ბატალიონ „კიევი-1“-ის მებრძოლებმა კიევის შემოსასვლელში ოდესის ტრასის მხრიდან სატვირთო მანქანა გააჩერეს, რომელშიც 20 ტონა უცნობი ქიმიური ნივთიერება იყო აღმოჩენილი. მანქანა კიევში ოდესიდან მიემართებოდა. ტვირთის გადატანაზე მძღოლმა ვერანაირი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა“, – ნათქვამია შეტყობინებაში. ტომრები ადგილზე საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფის ექსპერტებმა დაათვალიერეს.