ბლინკენმა მოუწოდა ეგვიპტეს უზრუნველყოს „ჰამასის“ შეტევების შეწყვეტა ისრაელზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრ სამეჰ შუკრისთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც მან ისრაელის წინააღმდეგ პალესტინის დაჯგუფება „ჰამასის“ ოპერაციების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბლინკენმა შუკრისთან განიხილა საშინელი თავდასხმები ისრაელზე, ისევე როგორც ისრაელის მხარის წინააღმდეგ „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმების სასწრაფო შეჩერების აუცილებლობა.

„სახელმწიფო მდივანმა გამოხატა კმაყოფილება ეგვიპტის ძალისხმევის გამო და კიდევ ერთხელ დაადასტურა „ჰამასის“ თავდასხმების შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა“, – აღნიშნავს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტი.
ეგვიპტე არაერთხელ მოქმედებდა როგორც შუამავალი ისრაელსა და ღაზას სექტორის რადიკალურ პალესტინელ ჯგუფებს შორის წარსულში გაჩაღებული კონფლიქტების დროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები