ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა და 740 დაშავდა, – ამის შესახებ Times of israel-ი იტყობინება.
ისრაელის განათლების სამინისტროს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები და საბავშვო ბაღები დაიხურა. ამასთან, „ჰამასი“ აცხადებს, რომ რამდენიმე მძევალი ისრაელიდან ღაზას სექტორში გაიყვანეს. აღნიშნული ინფორმაცია ისრაელს არ დაუდასტურებია.
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, დილით 6 საათზე გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.