ნეთანიაჰუ მოქალაქეებს გაერთიანებისკენ და „ჰამასის“ თავდასხმის ფონზე ომში გამარჯვებისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უსაფრთხოების კაბინეტის სხდომის დაწყებისას განცხადება გააკეთა და ქვეყნის ყველა მოქალაქეს გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„დღეს დილიდან ისრაელის სახელმწიფო საომარ მდგომარეობაშია. ჩვენი პირველი მიზანია, უპირველეს ყოვლისა, გავათავისუფლოთ ტერიტორიები მტრის ძალებისგან და აღვადგინოთ უსაფრთხოება და მშვიდობა იმ დასახლებებში, რომლებზეც თავდასხმა განხორციელდა. მეორე მიზანი ამავე დროს არის მტრისგან უზარმაზარი ფასის გამოთხოვა, მათ შორის ღაზას სექტორში. მესამე მიზანი არის სხვა ბრძოლის ველების გაძლიერება ისე, რომ არავინ დაუშვას შეცდომა და შეუერთდეს ამ ომს“, – ამბობს ნეთანიაჰუ.
„ჩვენ ომში ვართ, ომში სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. მოვუწოდებ ისრაელის ყველა მოქალაქეს, გაერთიანდნენ ჩვენი უმაღლესი მიზნის – ომში გამარჯვების მისაღწევად“, – განაცხადა პრემიერმა.
ჰამასის დამანგრეველი თავდასხმის წინააღმდეგ IDF-ის კამპანიის ოფიციალური სახელია ოპერაცია „რკინის ხმლები“.