„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის არმიის ბრიგადის გენერალი ალონი ტყვედ აიყვანეს
„ჰამასის“ ცნობით, ტერორისტული მოძრაობის სამხედროებმა, ისრაელის არმიის გენერალი, ნიმროდ ალონი ტყვედ აიყვანეს. ის ნახევრად შიშველი ღაზაში გადაიყვანეს კერემ-შალომის საგუშაგოს გარღვევის შემდეგ.
ალონი არის ღაზას დივიზიის მეთაური. „ჰამასმა“ ასევე განაცხადა, რომ ტყვედ აიყვანეს კიდევ რამდენიმე ებრაელი ჯარისკაცი და ოფიცერი.
როგორც ცნობილია აღნიშნულ ფაქტს ორივე მხარე ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.