საგარეო საქმეთა სამინისტრო: ამ დროისთვის, ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ამ დროის მონაცემებით, ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან – მათი თქმით, აგრძელებენ კონტაქტს მოქალაქეებთან.
“საელჩო ხაზზეა საქართველოს მოქალაქეებთან. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თუმცა, ვაგრძელებთ კონტაქტს მოქალაქეებთან და ისრაელის შესაბამის სამსახურებთან”, – ამბობენ საგარეოში.
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტაც დღეს, გამთენიისას გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო – ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5000 რაკეტა ისროლეს.