ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში, ეს საშინელი ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ისრაელიდან მოსულ ამბებს. ჩვენ ცალსახად ვგმობთ „ჰამასის“ თავდასხმებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

ბორელის თქმით, ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში.

„შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ისრაელიდან მოსულ ამბებს. ჩვენ ცალსახად ვგმობთ „ჰამასის“ თავდასხმებს. ეს საშინელი ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ტერორიზმი და ძალადობა არაფერს წყვეტს. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები