Magen David Adom-ის გადაუდებელი სამსახურის ცნობით, ტერორისტული ჯგუფის, „ჰამასის“ მასიური თავდასხმის დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი მძიმედ დაშავდა.
ღაზას სექტორის ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელის სამხრეთით მდებარე რამდენიმე დასახლებულ პუნქტში შეაღწიეს. გარდა ამისა, ათასობით რაკეტა გაისროლეს ქვეყნის ცენტრსა და სამხრეთში.
თავდასხმა დილის 6:30 საათიდან დაიწყო. დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.