Fox News-ის კორესპონდენტი ისრაელში: ბევრ რამეზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ყველაფერი ძალიან ცუდადაა

Fox News-ის კორესპონდენტი ისრაელში, ტრეის ინსტი, ვიდეო ჩანაწერს ავრცელებს სადაც აცხადებს, რომ ეს ყველაზე რთული ვითარებაა რაც კი მას უნახავს ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის.

„ბევრია რამ ხდება რისი თქმაც ახლა შემიძლია ოპერაციის უსაფრთხოების გამო, მაგრამ ღაზა სექტორის საზღვარზე საქმე ძალიან ცუდადაა. მიმდინარეობს სროლა, სარაკეტო თავდასხმები გრძელდება. ჯარისკაცები ყველაფერს აკეთებენ, რომ პალესტინელები ადგილზე შეაკავონ. მაგრამ ეს ძალიან, ძალიან ცუდი ვითარებაა, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რაც კი ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის მინახავს“, – იტყობინება ბრძოლის ველიდან ისრაელის Fox News-ის კორესპონდენტი ტრეის ინსტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები