ურსულა ფონ დერ ლაიენი:ვგმობ ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ თავდასხმას, ეს არის ტერორიზმი მისი ყველაზე საშინელი ფორმით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. ის გმობს „ჰამასის“ მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმას.
მისი თქმით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ასეთი საშინელი თავდასხმებისგან.
„ეს არის ტერორიზმი მისი ყველაზე საშინელი ფორმით. ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ასეთი საშინელი თავდასხმებისგან“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.