ისრაელის ელჩი საქართველოში: შაბათს დილით, როდესაც ოჯახები სიმხათ თორას აღნიშნავენ და ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, თავშესაფარში გაქცევა უწევთ

შაბათს დილით, როდესაც ოჯახები სიმხათ თორას აღნიშნავენ და უბრალოდ ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, თავშესაფარში გაქცევა უწევთ, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი „ტვიტერში“ წერს.

„ახლა ისრაელზე მასიური სარაკეტო თავდასხმა მიმდინარეობს, რომელიც დილით ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ დაიწყო. შაბათს დილით, როდესაც ოჯახები იკრიბებიან, სიმხათ თორას აღნიშნავენ, და როდესაც უბრალოდ, ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, მათ თავშესაფარში გაქცევა უწევთ“, – აღნიშნავს ჰადას მეიცადი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები