ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი: „ჰამასმა“ შეცდომა დაუშვა, როდესაც ამ დილით ისრაელის წინააღმდეგ ომი დაიწყო

„ჰამასმა“ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც ამ დილით ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომი დაიწყო – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა.

„ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან ყველა პუნქტში სადაც მტერმა შემოღწევა მოახერხა. ისრაელის სახელმწიფო გაიმარჯვებს ამ ომში“, – განაცხადა თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ეს არის პირველი პოლიტიკური განცხადება ისრაელის ტერიტორიაზე პალესტინის შეჭრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები