ისრაელის ჯარმა ღაზას სექტორში „კონტრტერორისტული“ ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყო.
ისრაელის ჯარის განცხადებაში ნათქვამია, რომ ათობით საჰაერო ძალების გამანადგურებელი თვითმფრინავი ახლა უტევს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ობიექტებს ღაზას სექტორში.
იმავდროულად, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები ღაზას სექტორთან ისრაელის საჰაერო ბაზის სავარაუდო ევაკუაციის შესახებ.