პალესტინის მოძრაობა ჰამასის მებრძოლები ისრაელის სამხრეთში, სდეროტში ხალხს პირდაპირ ქუჩაში ესვრიან. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოებიდან გახდა ცნობილი.
„ღაზას სექტორიდან მებრძოლები შედიან ისრაელის ტერიტორიაზე და კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს ისრაელის ქალაქ სდეროტში“, – წერს ჟურნალისტი ანდრეი ცაპლიენკო Telegram-ზე და აქვეყნებს ფოტო-ვიდეომასალას პალესტინის საჯარო გვერდებიდან.