შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი და საგანგაშოა ინფორმაცია, ამ ტრაგიკულ ფაქტამდე, ბავშვობის ასაკში იძულებითი ქორწინების შესახებ – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგოს მკვლელობის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი და საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია ამ ტრაგიკულ ფაქტამდე მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იძულებით ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის შემთხვევებს, ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებს და არსებული გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს მყისიერი ნაბიჯების გადადგმას. კერძოდ, უნდა მოხდეს ყველა შესაბამისი უწყების დროული და ეფექტური ჩართულობა და რეაგირება, მათ შორის მკაცრი პოლიტიკის გატარება დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებზე. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეისწავლოს პასუხისმგებელი პირების მიერ რეფერირების პროცედურების შესაძლო დარღვევის ფაქტები“, – წერს იოსელიანი.

კახეთში, სოფელ ლამბალოში, 14 წლის გოგოს მკვლელობისთვის პოლიცია 30 წლამდე კაცს ეძებს. ალიმ ასლანოვის ადგილსამყოფელი უცნობია. 

არსებული ინფორმაციით, 14 წლის მოზარდს ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა.

ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილი ორი თვეა რაც მამაკაცმა ცოლად მოიყვანა, თუმცა 14 წლის გოგო მათი თქმით ურთიერთობის წინააღმდეგი იყო და სახლიდან წასვლას გეგმავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები