ბაიდენი: ნებისმიერთან ვითანამშრომლებ, ვინც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდება

President Joe Biden speaks during a news conference with Finland's President Sauli Niinisto at the Presidential Palace in Helsinki, Finland, Thursday, July 13, 2023. (AP Photo/Susan Walsh)

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ითანამშრომლებს ნებისმიერთან, ვინც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდება.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, მიუხედავად ამისა, ზოგიერთ კანდიდატთან თანამშრომლობა უფრო ადვილი იქნებოდა, ვიდრე სხვებთან.

„აი, ვისთანაც არ უნდა იყოს პალატის სპიკერი, მე ვეცდები ვითანამშრომლო. ისინი კონგრესის ნახევარს აკონტროლებენ და მე ვაპირებ მათთან მუშაობას.

ზოგიერთ ადამიანთან, მე წარმომიდგენია, რომ სხვებთან შედარებით ადვილი იქნება მუშაობა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს სპიკერი, მე ვეცდები ვიმუშაო“, – განაცხადა ბაიდენმა მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც სპიკერად ჯიმ ჯორდანის შესაძლო არჩევას უკავშირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ჯიმ ჯორდანი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დიდი ხნის მოკავშირე და პალატის თავისუფლების ჯგუფის ყოფილი ლიდერია.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკელები ახალი სპიკერს 11 ოქტომბერს აირჩევენ. აღნიშნული პოსტისთვის სტივ სკალიზი და ჯიმ ჯორდანი იბრძოლებენ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ახალი სპიკერის არჩევის გადაწყვეტილება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 4 სექტემბერს კევინ მაკარტი თანამდებობიდან გადააყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები