აშშ ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს

შეერთებული შტატები ვაშინგტონში საელჩოდან ორ რუს დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ CNN-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, ეს არის პასუხი რუსეთის მიერ გასულ თვეში აშშ-ს საელჩოს ორი დიპლომატის გაძევებაზე.

„დეპარტამენტი არ მოითმენს რუსეთის მთავრობის მიერ ჩვენი დიპლომატების შევიწროების მოდელს. სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედებები მკაფიო სიგნალია, რომ მოსკოვში ჩვენი საელჩოს თანამშრომლების წინააღმდეგ მიუღებელ ქმედებებს შედეგები მოჰყვება“, – თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ განცხადებაში.

ცნობისთვის, მოსკოვმა აშშ-ის საელჩოს პირველი მდივანი ჯეფრი სალივანი და საელჩოს მეორე მდივანი დევიდ ბერნსტაინი „დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო ქმედებებისთვის“ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა გასულ თვეში განაცხადა, რომ აშშ ორი ამერიკელი დიპლომატის რუსეთიდან გაძევებას „დაჩქარებულად“ უპასუხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები