ჯანმო-ში აცხადებენ, რომ სამხრეთ ევროპაში, აშშ-სა და აფრიკაში სახიფათო ინფექციის აფეთქებაა მოსალოდნელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიმდინარე ათწლეულში “დენგეს” ცხელება საფრთხის შემცვლელი გახდება აშშ-ის სამხრეთით, სამხრეთ ევროპის ქვეყნებსა და აფრიკის ნაწილში, რადგან გლობალური დათბობა ინფექციის მატარებელი კოღოების გავრცელების პირობებს ქმნის.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემა წერს, რომ დაავადება დიდი ხანია, პრობლემად რჩება აზიისა და ლათინური ამერიკის დიდ ნაწილში, რაც ყოველწლიურად 20 ათასს სიკვდილს იწვევს. ამავდროულად, მსოფლიოში ბოლო 23 წლის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი უკვე რვაჯერ გაიზარდა, ძირითადად, კლიმატის ცვლილების, ასევე ხალხის გადაადგილებისა და ურბანიზაციის გაზრდის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების ყველა შემთხვევა რეგისტრირებული არ არის, 2022 წელს მსოფლიოში დაფიქსირდა 4,2 მილიონი შემთხვევა და ჯანმო-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ წელს ინფექციის თითქმის რეკორდული დონეა მოსალოდნელი.

ორგანიზაციაში ასევე ამბობენ, რომ ამჟამად ყველაზე მძიმე აფეთქებაა ბანგლადეშში, სადაც უკვე 1000-ზე მეტი პაციენტია გარდაცვლილი.

როგორც სააგენტოს ჯანმო-ს ინფექციონისტმა, ჯერემი ფარარმა განუცხადა, ​”ჩვენ უფრო აქტიურად უნდა ვისაუბროთ დენგეზე. უნდა მოვამზადოთ ქვეყნები იმისთვის, თუ როგორ გაუმკლავდებიან დამატებით ტვირთს, რომელიც წარმოიქმნება ბევრ დიდ ქალაქში”.

ფარარმა თქვა, რომ ინფექცია სავარაუდოდ „გაფრინდება“ და ენდემური გახდება აშშ-ის, ევროპისა და აფრიკის ნაწილებში – ყველა რეგიონში, სადაც უკვე დაფიქსირდა შეზღუდული ადგილობრივი გადაცემა გლობალური დათბობის გამო, რაც მას კოღოებისთვის მიმზიდველს ხდის.

“დენგე” რნმ ვირუსია, რომელიც ფლავივირუსის გვარს/Flaviviridae მიეკუთვნება. აღნიშნულ ოჯახში, ასევე, შედის “ყვითელი ცხელების” ვირუსი, “დასავლეთ ნილოსის” ვირუსი, “იაპონური ენცეფალიტის” ვირუსი, “ზიკას” ვირუსი და “სეინტ ლუისის ენცეფალიტის” ვირუსი.

“დენგეს ვირუსული ინფექცია” კლინიკურად იწვევს მრავალფეროვან მძიმე და არამძიმე გამოვლინებებს. ინკუბაციური პერიოდი 3-დან 14 დღემდე გრძელდება (საშუალოდ, 7 დღეს).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები