ლავროვის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკრაინაში სრულდება
საერთო ჯამში, სამშვიდობო შეთანხმება უკრაინაში სრულდება. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„რუსეთი ყველაფრის წინააღმდეგაა, რაც შეიძლება მინსკის შეთანხმებების რეალიზებას ხელი შეუშალოს. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონსოლიდირება მოხდება. რაც შეეხება მოლაპარაკებებს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილის სტატუსის თაობაზე, მინსკში ხელმოწერილი პროტოკოლით, ამ მიმართულებით ნაბიჯები გათვალისწინებულია. იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყება. მათი ფორმატი: უკრაინის ხელისუფლების და დონეცკის და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების ხელმძღვანელების – მინსკის პროტოკოლის ხელმომწერების მონაწილეობაა“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ პროტოკოლის პუნქტები უნდა შესრულდეს. გარდა ამისა, ლავროვის განცხადებით, უკვე დაიწყო მუშაობა იმაზე, თუ რა თანმიმდევრობით იქნება გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც მინსკის მოლაპარაკებების შედეგად ხელმოწერილი პროტოკოლის მიხედვით არის განსაზღვრული.