თამარ ჩხეიძე: „M&I Tbilisi 2024 ფორუმი მსოფლიო დონის მოვლენაა, რომელიც საქართველოში იმართება

2024 წელს საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს „m&i Tbilisi 2024“ მასპინძლობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ტურისტული სექტორის წარმომადგენლები გავლენიან საერთაშორისო კომპანიებს შეხვდებიან. სასტუმრო სექტორისთვის ფორუმის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო პარაგრაფ თბილისის და პარაგრაფ შეკვეთილის გაყიდვების დირექტორი თამარ ჩხეიძე.

„m&i ფორუმი მსოფლიო დონის მოვლენაა, ვფიქრობ რომ საქართველოსთვის ამ ღონისძიების მასპინძლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტურიზმის სექტორში მომავალი წლისთვის, და არა მხოლოდ ტურიზმის, ცნობადობის კუთხითაც საქართველო ევროპის ქვეყნებში რუკაზე მოინიშნება როგორც ერთ-ერთი ახალი საინტერესო ადგილი საქმიანი შეხვედრების, ღონისძიებების გამართვის კუთხით“,- განაცხადა თამარ ჩხეიძემ.

საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე 2024 წელს საქართველოს 4 დღის განმავლობაში ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან 100-ზე მეტი ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე (ე.წ Buyer) ორგანიზაციების წარმომადგენლები და მსხვილი ტურისტული კომპანიები ეწვევიან. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებს 150-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ მჭიდრო კავშირი მოწინავე ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები