აშშ-მა სირიაში თურქული დრონი ჩამოაგდო

აშშ-მა სირიაში თურქული დრონი ჩამოაგდო, რომელიც მისი ჯარების სიახლოვეს მოქმედებდა.

ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქული დრონები ჰასაკაში საჰაერო თავდასხმებს აშშ-ის ჯარებისგან, დაახლოებით, 1 კილომეტრის დაშორებით ახორციელებდნენ.

რამდენიმე საათის შემდეგ, ისინი აშშ-ს ჯარებს ნახევარ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მიუახლოვდა, რის გამოც საფრთხედ ჩაითვალა და F-16 გამანადგურებლით იქნა ჩამოგდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები