ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2023 წლის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა ირანელ უფლებადამცველ ქალს, ნარგეს მოჰამადს.
ამის შესახებ ორგანიზაციის რელიზშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ ნარგე მოჰამადს ჯილდო “ირანში ქალების ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ხელშეწყობისთვის“ გადაეცა.